LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

29 ივნ 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 866
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9289 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.47 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0821 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1040 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.19 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.