LIVE

„ლიბერთი ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

29 ივნ 202215:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 913
„ლიბერთი ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

„ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა. ლიბერთის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2020 წლის ნოემბერში აირჩიეს და მას შემდეგ ჩართული იყო ლიბერთის ხედვის შექმნასა და შესაბამისად, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„ჩემთვის დიდი პატივი და ამასთანავე, პასუხისმგებლობაა შევუერთდე ლიბერთის კომპეტენტურ და ძლიერ გუნდს. გასულ წლებში დაიწყო ლიბერთის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესი, ახალი სტრატეგიული ხედვის განხორციელება და ბანკის წამყვანი, უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტის პოზიციაზე განმტკიცება.

გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ზრდა, დავნერგოთ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ჩვენს ყველა პროდუქტსა და მომსახურებაში და ვიყოთ ყველა ოჯახის ფინანსური პარტნიორი საქართველოში“, - განაცხადა ბექა გოგიჩაიშვილმა.

ლიბერთის ინფორმაციით, ბანკის ახალ გენერალურ დირექტორს საინვესტიციო მენეჯმენტსა და საფინანსო ინდუსტრიაში ფართო გამოცდილება აქვს. მისი კვალიფიკაცია მოიცავს გლობალურ ფინანსურ ბაზრებს, ფინანსურ ანალიტიკასა და ბიზნესის განვითარებას. 

შეგახსენებთ, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას, 2020 წლიდან დღემდე, ვასილ ხოდელი იკავებდა.