LIVE

Gepherrini-ს პროდუქცია ჩინეთში გაიყიდება

29 ივნ 202212:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 443
Gepherrini-ს პროდუქცია ჩინეთში გაიყიდება

ტყავის აქსესუარების კომპანია "გეფერინი" (Gepherrini), მალე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ჩინეთის ბაზარზე დაიწყებს.

კერძოდ, საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება ონლაინ პლატფორმაზე Tmall, რომელიც ჩინეთში გაყიდვების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა.

„2020 წელს, ქართული ტყავის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე რეალიზებისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა, რის გამოც "გეფერინის" ნაწარმი გაყიდვაში პირველად 2022 წლის 15 ივლისს ჩაეშვება.

აღსანიშნავია, რომ მარკეტინგისა და საიმიჯო ვიდეორგოლების დასამზადებლად უკვე $60 000 ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, გაფორმდა ხუთწლიანი ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება ჩინურ პლატფორმასთან Tmall.com, რომელიც ბრენდის პოპულარიზაციას მთელი აზიის მასშტაბით შეუწყობს ხელს“,- აღნიშნავენ სააგენტო "აწარმოე საქართველოში".

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიამ China International Import Expo-ს გამოფენაში მონაწილეობა ორჯერ - 2018 და 2019 წლებში მიიღო და სწორედ 2019 წელს გამართულ გამოფენაზე შეძლო ჩინური მხარის დაინტერესება.