LIVE

ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი გაათავისუფლა

25 ივნ 202215:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 644
ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თანამდებობები დატოვეს ელჩებმა კიდევ 4 ქვეყანაში: სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ლიბანში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ მარტს იგორ დოლგოვი გაიწვია. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა მიზეზად რუსეთის მიმართ მოხალისე ჯარისკაცებისთვის უკრაინაში გასამგზავრებლად დაბრკოლებების შექმნა და სანქციებზე არშეერთების შესახებ "ამორალური გადაწყვეტილება" დაასახელა

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას  დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვი ასრულებს.