LIVE

Die Welt: Lufthansa ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას 2023 წლამდე არ ელის

25 ივნ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 955
Die Welt: Lufthansa ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას 2023 წლამდე არ ელის
Alex Kraus/Bloomberg

Lufthansa არ ელის ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას მომავალ წლამდე.

“სამწუხაროდ, ვერ მივაღწევთ მოკლევადიან გაუმჯობესებას ზაფხულში. ზოგადად, ველით სიტუაციის ნორმალიზებას 2023 წელს”, - განაცხადა Lufthansa-ს საბჭოს წევრმა დეტლეფ კაიზერმა Die Welt-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ფრენების რაოდენობის შემცირებაა.

გერმანულმა ავიაკომპანიამ ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი 2200 შიდა და ევროპული ფრენა გააუქმა, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გადამზიდავის სიმძლავრის დაახლოებით 4%-ს შეადგენს.

Covid-19-ის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ევროპაში მოგზაურობის მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ზოგიერთ ავიაკომპანიას უჭირს მოთხოვნასთან გამკლავება და მგზავრებს უწევთ რიგში საათობით დგომა. სამუშაო ძალის დეფიციტი კი Covid-ის ახალ ტალღასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფან კალი