LIVE

რუსეთი: უკრაინისა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს უარყოფითი შედეგები მოჰყვება

25 ივნ 202210:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 822
რუსეთი: უკრაინისა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს უარყოფითი შედეგები მოჰყვება

კრემლი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას, მისცენ უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი, ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვას კანდიდატად მიღების შესახებ, სიმბოლოა ბლოკის განზრახვისა, ღრმად შეაღწიოს ყოფილ საბჭოთა კავშირში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ნაბიჯს რუსეთის გავლენის სფეროს ხელყოფის მცდელობა უწოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ფარგლებში.

“უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ აგრძელებს დსთ-ს აქტიურ ექსპლუატაციას გეოპოლიტიკურ დონეზე, რათა გამოიყენოს რუსეთის შეკავებისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

ზახაროვას განცხადებით, უკრაინასა და მოლდოვაში გაფართოებით, ევროკავშირი უარს ამბობს დემოკრატიულ იდეალებზე “აღვირახსნილი გაფართოებისა და მეზობლების პოლიტიკური და ეკონომიკური დამონების გზით”.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.