ონლაინ საბროკერო პლატფორმამ Robinhood-მა, თავისი სახალისო ინტერფესით და უპროცენტო ტრეიდინგის შეთავაზებით, საინვესტიციო ბაზარზე სრულიად ახალი ივესტორთა კლასი შემოიყვანა.
ზოგი ფიქრობს, რომ ასეთი სატრეიდო პლატფორმები ინვესტიციის გამიფიკაციას ახდენს. ისინი ზედმეტად ამარტივებენ აქციების ფასით მანიპულირებას, როგორც ეს GameStop-ის შემთხვევაში მოხდა. მარეგულირებლები იმასაც განიხილავენ, ასეთი პრაქტიკების ადგილი საერთოდ თუ არის ფინანსურ სექტორში.
რით განსხვავდება Robinhood სხვა საბროკეროებისგან?
როგორც მისი კრიტიკოსები აფასებენ, ის ზედმეტად სახალისოა. მისი მთავარი შეთავაზება- აპლიკაციით აქციების ყიდვა-გაყიდვაა, რომელიც თამაშს გვაგონებს, კონტროვერსიულია და ბაზარზე იმიტატორთა დიდ ჯგუფს ქმნის. 2013 წელს, როდესაც პლატფორმა დაარსდა, ის ისეთ აუდიტორიაზე გავიდა, რომელიც აქამდე ხელშეუხებელი იყო- მცირე ინვესტორებზე. კომპანიამ ეს ტრეიდინგის საკომისიოს გარეშე შეთავაზებით მოახერხა. მოგვიანებით მან მომხმარებელს შესთავაზა ფრაქციული აქციებით ვაჭრობაც. ეს შეთავაზება მორგებული იყო მცირე ინვესტორებზე, რომლებსაც არ ქონდათ საშუალება, მაგალითისთვის Amazon-ის ერთ აქციაში 3,200 დოლარი გადაეხადათ.
უფასო ტრეიდინგი ახლა რითეილ საბროკეროების ინდუსტრიული სტანდარტია.
მეორე მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ არის Robinhood-ის პლატფორმა ასეთი სახალისო.
Robinhood-ის დნმ-ში ღრმად არის ჩაქსოვილი სოციალური ინტერაქციის მოდელი . სხვადასხვა წამახალისებელი შეთავაზებების გარდა, Robinhood-ის პლატფორმა უკვე სოციალური ინტერაქციის ონლაინ ეკოსისტემის ნაწილია. როგორც TikTok-ზე, ისე Reddit-ზე ამ პლატფორმის მიმდევრების დიდი ჯგუფია წარმოდგენილი. ეს ტრედინგის აპლიკაციის მიმართ ნდობის და ერთგულების გამომუშავებას ეხმარება, რომ არაფერი ვთქვათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე.
WallStreetBets-ის, Reddit-ის ფორუმის მომხმარებელთა არმია, რომლებმაც ე.წ Reddit-ის რევოლუცია დაიწყეს, ძირითადად Robinhood-ის პლატფორმას იყენებენ. ეს ამ აპლიკაციის გავლენის კიდევ ერთი დიდი ფაქტორია. ფორუმის დიდი გავლენის მეორე მხარეს სწორედ Robinhood და სხვა მსგავსი აპლიკაციები დგანან.
მისი კონკურენტები, ჩინური Webull და ბრიტანულ-ისრაელური eToro ზუსტად ამ ბლუპრინტს იმეორებენ. ეს საბროკერო პლატფორმები დამწყებ ტრეიდერებს პოპულარული ტრეიდერების ისტორიაზე წვდომას აძლევენ, რაც აქციებით ვაჭრობას კიდევ უფრო ამარტივებს ე.წ copy-trading-ის საშუალებით. eToro-ზე 2021 წლის დასაწყისში 18,000 მომხარებელი დარეგისტრირდა.
მასაჩუსეტსის უსაფრთხოების მარეგულირებლებმა ტრეიდინგის "გამიფიკაციის" ამ ტაქტიკების გამო Robinhood-ს უჩივლა კიდეც. ერთი დღის შემდეგ SEC-მა პლატფორმა 65 მილიონით დააჯარიმა მომხამრებლებისგან ინფორმაციის დამალვის გამო. კომპანიამ ეს ბრალდება არც უარყო და არც დაადასტურა.
Robinhood გამიფიკაციის ბრალდებებს იმით პასუხობს, რომ ახალბედა და ახალგაზრდა ტრეიდერებისთვის არასერიოზულობის იარლიყის მიწებებით, იმ მითის გაღრმავება ხდება, რომ ინვესტიცია მხოლოდ მდიდრებისთვისაა.
ფინანსების გამიფიკაციასაც კი ყავს თავის გულშემატკივრები. Ernst & Young-ის ანალიზის მიხედვით, თამაშისებრი ფუნციების დამატება საინვესტიციო პლატფორმებისთვის ისეთ აუდიტორას იზიდავს, ვინც აქამდე არ განიხილავდა ამ სექტორში ჩართვას. ეს ფინანსებით დაინტრესებული ადამიანების რიცხვს მნიშვნელოვნად ზრდის, რაც საბოლოო ჯამში, კარგი შედეგია.
Robinhood-ს ბოლო მონაცემებით 13 მილიონზე მეტი მომხარებელი ყავს. კომპანიის შემოსავალი 2020 წლის მოერე კვარტალში 180 მილიონი იყო.
ბოლო დროს, Gamestop-ის საქმის შემდეგ, Robinhood-ის მიმართ მიპყრობილი ნეგატიური ყურადღება პლატფორმას გარკვეულწილად აფერხებს და პრობლემებს უქმნის. თუმცა, ასევე ზრდის მის პოპულარობასაც.
საბოლოო ჯამში, ერთი რამ ნათელია- Robinhood-მა და სმაგვსმა პლატფორმებმა ინვესტიციის პრაქტიკა სამაუდამოდ შეცვალეს და სულ სხვა მასშტაბებზე გაიყვანეს, რაც აქამდე შესაძლებელი არ იყო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ენი მასა და ევარდ რობინსონი