LIVE

საქართველოს ბანკი ბიზნესს განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას სთავაზობს

14 ივნ 202216:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 609
საქართველოს ბანკი ბიზნესს განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას სთავაზობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო, ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესს ანგარიშზე თანხის მომენტალური ჩარიცხვა შესთავაზა. სიახლის შედეგად, ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით, მათ შორის არაქართული ბარათით განხორციელებული ტრანზაქციისას, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, ბიზნესს რამდენიმე წუთში ჩაერიცხება.

საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ თანხა ბიზნესანგარიშზე მომენტალურად ჩაირიცხება როგორც პოსტერმინალით, ისე ონლაინ შეძენისას. სიახლე ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, თანხა მაშინვე გამოიყენოს, რაც გაუმარტივებს ბიზნესპროცესებს და ბევრად მოქნილს გახდის ოპერირებას. აღსანიშნავია, რომ თანხის ჩარიცხვა ასევე მომენტალურად განხორციელდება შაბათ-კვირის დღეებში, რაც აქამდე ბიზნესისთვის დიდი დისკომფორტი იყო, რადგან უქმე დღეებში განხორციელებული ტრანზაქციების თანხის ჩარიცხვას რამდენიმე დღე სჭირდებოდა. 

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვუპასუხოთ მომხმარებლის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებსა და საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, შევქმენით ახალი შესაძლებლობა ბიზნესისთვის. ამიერიდან ბიზნესი შეძლებს მნიშვნელოვნად გაიმარტივოს ოპერირება, რადგან ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით გადახდილი თანხა, მის ბიზნესანგარიშზე უკვე რამდენიმე წუთში ჩაირიცხება. ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ ბიზნესს მისი განვითარებისთვის საჭირო პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ქართული კომპანიების მხარდაჭერისა და მათთვის მეტი შესაძლებლობის გაზიარების მიზნით, შევქმენით Made in Georgia-ს კამპანია, რომელიც კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. აღნიშნული შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და საქართველოში შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

(R)