LIVE

ნავალნი Google-სა და Meta-ს პუტინის დახმარების გამო საყვედურობს

09 ივნ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 809
ნავალნი Google-სა და Meta-ს პუტინის დახმარების გამო საყვედურობს
REUTERS/Shamil Zhumatov

რუსეთის ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერი ალექსეი ნავალნი Google და Meta-ს რეკლამების გათიშვის გამო აკრიტიკებს. ნავალნის თქმით, ეს ძირს უთხრის ოპოზიციას და საჩუქარია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის.

რუსეთის ოპოზიციის ყველაზე ცნობილი ლიდერი, აღწერს პუტინის რუსეთს, როგორც დისტოპიურ სახელმწიფოს, რომელსაც მართავენ ქურდები და კრიმინალები, სადაც არასწორს სწორად წარმოაჩენენ, ხოლო მოსამართლეები, ფაქტობრივად, განწირული, უკანონო ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

“ინტერნეტი გვაძლევს ცენზურის გვერდის ავლის საშუალებას. ამავდროულად, Google-მა და Meta-მ, რუსეთში რეკლამის გათიშვით, ოპოზიციისთვის შეუძლებელი გახადეს ომის საწინააღმდეგო კამპანიების გატარება, რაც პუტინისთვის უდიდესი საჩუქარია”, - ამბობს ნავალნი.

კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე წერილობით მიმართვაში ნავალნიმ აღნიშნა, რომ კრემლი ტექნოლოგიებს დისიდენტების დასაკავებლად იყენებს, მაგრამ ის ასევე იძლევა სიმართლემდე მისვლის შესაძლებლობას.

“ჩვენ გვიყვარს ტექნოლოგიები. ჩვენ გვიყვარს სოციალური ქსელები. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ თავისუფალ საინფორმაციო საზოგადოებაში. მოდით გავარკვიოთ, როგორ ავიცილოთ თავიდან ცუდი ბიჭების მიერ საინფორმაციო საზოგადოების გამოყენება თავიანთი ერების და ყველა ჩვენგანის ბნელ საუკუნეებში გადასაყვანად”,- ამბობს ალექსეი ნავალნი.