LIVE

ლუკაშენკო საკონსტიტუციო ცვლილებებით უფლებამოსილების შემცირებას არ აპირებს

03 თებ 202116:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 332
ლუკაშენკო საკონსტიტუციო ცვლილებებით უფლებამოსილების შემცირებას არ აპირებს
Sasha Mordovets/Getty Images

მომავალ კვირაში დაგეგმილ კონგრესზე, სადაც კონსტიტუციური ცვლილებები განიხილება, ალექსანდრე ლუკაშენკო სრულ საპრეზიდენტო ძალაუფლებას შეინარჩუნებს.

ორდღიანი კონგრესი, რომელიც 11 თებერვალს დაიწყება, არ „გაანადგურებს“ კონსტიტუციას, აცხადებს პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო. „ყველა საშუალების გამოყენებით.  არ უნდა დავუშვათ საპრეზიდენტო უფლებამოსულების შესუსტება, რამაც  ქვეყანა გააძლიერა და საშუალება მოგვცა, გაგვეძლო სასტიკი შემოტევისთვის, რომელიც ახლახანს განვიცადეთ“ - თქვა გოლოვჩენკომ.

ხელისუფლების განცხადებები მეტყველებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ კოსმეტიკური იქნება და ვლადიმერ პუტინის მოწოდებებს შეასრულებს. რუსეთი ბელორუსის უახლოესი მოკავშირეა და მას განიხილავს, როგორც კრიტიკულ ბუფერულ ზონას NATO-ს წინააღმდეგ.

ოპოზიციის ლიდერები ყრილობას უკანონოდ მიიჩნევენ. ლუკაშენკომ დევნაში მყოფ ოპოზიციასთან პირდაპირი დიალოგზე უარი თქვა. აშშ-მ და ევროკავშირმა არ ცნეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და დარბევების საპასუხოდ ევროკავშირმა ლუკაშენკოსა და სხვა ოფიციალურ პირებს სანქციები დააკისრა.

საპროტესტო მოძრაობა, რომელიც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დასუსტდა, რადგან ზამთრის ცივი ამინდი და დარბევები მძიმედ დააწვა დემონსტრანტებს. მინსკში არსებული ადამიანის უფლებათა ცენტრის Viasna-ს ცნობით, ამჟამად ბელორუსში 220 პოლიტიკური პატიმარია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ კუდრიტსკი