Marriott International აცხადებს, რომ 25 წლის შემდეგ, რუსეთში ყველა ოპერაციას აჩერებს, რადგან დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანაში ბიზნესის წარმოება გაართულა.
"აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ახლად გამოცხადებული შეზღუდვები Marriott-სთვის რუსულ ბაზარზე ოპერირებას შეუძლებელს ხდის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ რუსეთში Marriott International-ის ყველა ოპერაცია", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვა ქსელების მსგავსად, Marriott-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბიზნესის განვითარება და ახალი ინვესტიციების ჩადებას შეაჩერებდა, მაგრამ არსებული ობიექტები მუშაობას განაგრძობდა.
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 1 000-მდე კომპანიამ რუსული ბაზრიდან გასვლის ან ოპერაციების შეზღუდვის შესახებ განაცხადა. რუსეთი სრულად დატოვეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა, Starbucks და McDonald's.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ამზადებს ახალ კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს აიღოს კონტროლი დასავლური კომპანიების ადგილობრივ ბიზნესებზე, რომლებმაც უკრაინაში ომის გამო ბაზრის დატოვება გადაწყვიტეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პატრიკ კლარკი