LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში ხელნაკეთი შოკოლადების საწარმო გაფართოვდა

03 ივნ 202214:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 930
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში ხელნაკეთი შოკოლადების საწარმო გაფართოვდა

საქართველოს ბანკი ქართული ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბათუმში ხელნაკეთი შოკოლადების საწარმო საქმიანობას ავითარებს. ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადის საწარმოს ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის მიერ 25,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვაგრძელებთ ბიზნესის განვითარებას. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქმიანობის გაფართოების მიზნით, დანადგარების შეძენას მოვახმარეთ. ახალი დანადგარების მეშვეობით, საგრძნობლად გაგვეზარდა წარმოების რაოდენობა და ასორტიმენტი. მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადის ნაირსახეობას ვთავაზობთ, მათ შორის: შავი და რძიანი შოკოლადის ბურთულებს; ჟოლოს, კაკაოს, ნიგვზიანი და ქოქოსის ტრუფელის ნაკრებს; სხვადასხვა არომატის შოკოლადის ფილების ასორტიმენტს და სხვა“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი სოფიკო თავაძე.

კომპანია ბაზარზე წელიწად-ნახევარია ოპერირებს. საწარმოს ყოველთვიური რეალიზაციის მოცულობა 8,000-ს უტოლდება.

„მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ბელგიაში აღნიშნული მიმართულებით შეძენილი პროფესიული ცოდნა და საერთაშორისო შოკოლადის საწარმოში მიღებული გამოცდილება, ქართველ მომხმარებელს გავუზიარო. გვსურს, მაღალხარისხიანი, ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული ქართული შოკოლადი უფრო მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ. სამომავლოდ, ვგეგმავთ მეტად გავაფართოოთ წარმოება და შეთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტი“, - დასძენს კომპანიის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ახალი, მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. 

(R)