LIVE

Moderna მაიმუნის ყვავილის პოტენციურ ვაქცინას ტესტავს

25 მაი 202210:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 758
Moderna მაიმუნის ყვავილის პოტენციურ ვაქცინას ტესტავს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna, პრეკლინიკური კვლევის ფარგლებში, მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინას ტესტავს

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მონაცემებით, 7 მაისის შემდეგ, აფრიკის გარეთ, მაიმუნის ყვავილის 131 დადასტურებული და 106 საეჭვო შემთხვევა აღირიცხა. 

მაიმუნის ყვავილის შემთხვევების მატების ფონზე ვაქცინის მიმართ ინტერესი იზრდება.

დანიური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bavarian Nordic, რომელიც მაიმუნის ყვავილის პრევენციისთვის დამტკიცებული ვაქცინის ერთადერთი მწარმოებელია, ვაქცინების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ქვეყანასთან, სადაც შემთხვევები უკვე გამოვლინდა.

კომპანიის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის წარმოება შეიძლება წელიწადში 30 მილიონ დოზამდე გაიზარდოს.

კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას ყვავილისა და მაიმუნის ყვავილის ვაქცინის, Jynneos-ის შესაძენად $119 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა. 

ეს არის ერთ-ერთი ვაქცინა სამიდან, რომელიც ყვავილის წინააღმდეგ აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის" (FDA) მიერ არის დამტკიცებული. 

მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ადამიანებს შორის კი ვირუსი ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. 

მაიმუნის ყვავილის კლინიკა ძირითადად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (მეტწილად 7-14 დღე).