LIVE

ღარიბაშვილი: მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ

23 მაი 202216:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 798
ღარიბაშვილი: მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მთავრობას მიზნად აქვს დასახული, რომ საქართველო რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად იქცეს. 

“ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორ ბრედ გარლინგჰაუსთან, რომელსაც ბლოკჩეინის სამომავლო პერსპექტივების და რეგულირების შესახებ საქართველოს ხედვა გავაცანი. ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ. ვისაუბრეთ საქართველოს უნიკალურ გამოცდილებაზე, რადგან მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა”,- დაწერა ღარიბაშვილმა “ტვიტერში”კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსშია, სადაც ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.