გასულ კვირას S&P 500-ის დაცემისა და $1 ტრილიონიანი დანაკარგის შემდეგ, MLIV Pulse-ის უახლესი კვლევის მონაწილეები თვლიან, რომ წინ მეტი ვარდნა გველის.
S&P 500-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ში მოქმედი 500 კომპანიის აქციისგან შედგება, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ვარდნას გააგრძელებს. რესპონდენტების მიხედვით, ის კიდევ 10%-ით შემცირდება. იანვრის პიკიდან ინდექსი უკვე 27%-ით შემცირდა.
აშშ-ის ცენტრალური ბანკის გამკაცრებული პოლიტიკა, მიწოდების ჯაჭვებში ქაოსი და ბიზნესის ციკლის მიმართ გამოხატული საფრთხეები კორპორაციული ამერიკის მიმართ რწმენას ასუსტებს. პარალელურად, კაპიტალის ღირებულება შემცირებას განაგრძობს.
მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრის მენეჯერებმა 2020 წლის პანდემიური ტურბულენტობის დროს მეტი დანაკარგები განიცადეს, ამ მასშტაბის სავარაუდო შემცირების წინაშე ეს მცირე ნუგეშია.
აშშ-ის სახელმწიფო ბონდებზე, როგორც უსაფრთხო აქტივზე განახლებული ფსონი მიანიშნებს, რომ სიმდიდრის მენეჯერებს ეკონომიკური ტრაექტორიის სულ უფრო ეშინიათ. სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს ჩინეთში პანდემიური ჩაკეტვები და რუსეთის გაჭიანურებული ომი უკრაინაში.
აქტივების სიაში, რომლებიც ვარდნას განაგრძობენ, გამოკითხულთა უმეტესობამ აქციები დაასახელა, რასაც ასევე საცხოვრებელი სახლების ბაზარი, საქონელი და ობლიგაციები მოჰყვა.
საშუალოდ ხუთში ერთმა გამოკითხულმა განაცხადა, რომ დივიდენდის ზრდა უფრო დიდი იქნება, თუ უკრაინაში ომი დასრულდება. დაახლოებით იგივე რაოდენობამ ნედლი ნავთობის ფასის ბარელზე $70-მდე დაცემაზე დადო ფსონი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენჯამინ პურვისი