LIVE

Levi's რუსეთის ბაზარს სამუდამოდ ტოვებს

23 მაი 202214:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 846
Levi's რუსეთის ბაზარს სამუდამოდ ტოვებს

კომპანია Levi Strauss & Co აპირებს, რომ 29 წლიანი ოპერირების შემდეგ, რუსეთის ბაზარი საბოლოოდ დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას kommersant.ru საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

როგორც მედიასაშუალებამ გაარკვია, კომპანიამ შეაჩერა საქონლის მიწოდება და საცალო ბიზნესისთვის მყიდველებს ეძებს, არსებული მარაგის გაყიდვას კი სხვა საიტების მეშვეობით გეგმავს.

წყარო რუსეთში Levi's-ის მაღაზიების ერთ-ერთ პოტენციურ მყიდველად თურქულ Fiba Holding-ს ასახელებს. ჯგუფის ვებგვერდის მიხედვით, Fiba Holding არის ერთადერთი აგენტი, რომელიც უფლებამოსილია გახსნას Gap და Marks & Spencer-ის მაღაზიები თურქეთში, რუსეთსა და უკრაინაში. 

მედიასაშუალება წერს, რომ მის კითხვებს Levi's-ის ოფისმა არ უპასუხა. 

ჯინსის ტანსაცმლის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Levi Strauss & Co-მ რუსეთში პირველი მაღაზია 1993 წელს გახსნა. 

kommersant.ru წერს, რომ მას ქვეყანაში აქვს 90-მდე მაღაზია, რომელთაგან ზოგიერთი შესაძლოა ფრენჩაიზით მუშაობდეს. ჯგუფის მთლიანმა შემოსავალმა 2021 წელს $5,8 მილიარდი შეადგინა. ბიზნესის რუსული ნაწილი მისი შემოსავლის არაუმეტეს 2%-ს შეადგენს. 

Levi's-მა რუსეთში მუშაობა უკრაინაში ომის დაწყების გამო შეაჩერა. 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ ასობით დასავლურმა კომპანიამ დატოვა