LIVE

ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ლიდერებს ნატოში გაწევრიანებაზე ესაუბრა

21 მაი 202219:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 483
ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ლიდერებს ნატოში გაწევრიანებაზე ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ნატოში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ტელეფონით ესაუბრა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან საუბარში ერდოღანმა განაცხადა, რომ ყოველთვის მხარს უჭერდა ნატოს ღია კარის პოლიტიკას, მაგრამ გაიმეორა, რომ შეშფოთებულია შვედეთის კონტაქტებით ქურთების მუშათა პარტიასთან.

ანკარა ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს პრობლემების გადასაჭრელად. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს 2019 წელს სირიაში შეჭრის შემდეგ დაწესებული იარაღის ექსპორტის ემბარგო.

მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ”შვედეთი მიესალმება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესაძლებლობას და ხაზი გაუსვა, რომ შვედეთი ცალსახად მხარს უჭერს ტერორიზმთან ბრძოლას და PKK-ის ტერორისტთა სიაში შეყვანას”.

ერდოღანმა ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს განუცხადა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებთან არაეფექტური ბრძოლა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ნატოს მოკავშირეს, არ შეესაბამება ალიანსის სულისკვეთებას.

ფინეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები შეიძლება გაძლიერდება მას შემდეგ, რაც ფინეთი უსაფრთხოების ალიანსის წევრი გახდება. 

შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების სურვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მერე გამოხატეს, თუმცა ერდოღანი ორი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას არ ემხრობა, რადგან ისინი “ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია”.

წინააღმდეგობამ შესაძლოა პრობლემა შეუქმნას შვედეთსა და ფინეთს, რადგან ახალ წევრებს ერთსულოვანი თანხმობა სჭირდებათ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია