LIVE

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის გადაწყვეტილებები შესაძლოა, ივნისში განაახლოს

20 მაი 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 488
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის გადაწყვეტილებები შესაძლოა, ივნისში განაახლოს

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა, რეგულარული მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღება ივნისში ან ივლისში განაახლოს, რაც მიანიშნებს, რომ რუსეთის თავდასხმით მიღებული შოკის შემდეგ, უკრაინის ფინანსური სისტემა ფეხზე წამოდგომას იწყებს.

საპროცენტო განაკვეთების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა. საბრძოლო მოქმედებებმა გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა და დააჩქარა ინფლაცია. 

Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბანკი პირველ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ივლისში მიიღებს. 

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დამტკიცებული განრიგით, ბანკს საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით შეხვედრები 2 ივნისსა და 21 ივლისს ჰქონდა ჩანიშნული. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია