LIVE

კალაძე მეოთხე მერია, რომელსაც ტურისტული ავტობუსების გაჩერებების მოწყობას ვთხოვთ - გერმანე ჭელიძე

18 მაი 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1088

ტურისტული კომპანია World Sightseeing Tour Tbilisi-ს დამფუძნებელი, გერმანე ჭელიძე თბილისში ტურისტული ავტობუსების გაჩერებების მოწყობას კვლავ ითხოვს. როგორც გერმანე ჭელიძე "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებს, კახა კალაძე მეოთხე მერია, რომელსაც აღნიშნული თხოვნით მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

"ავტობუსით წელიწადში 20-30 ათას ტურისტს ვემსახურებით და ხელშეწყობა გვჭირდება. მერიიდან მუდმივად მომდის წერილები, ვიცით პრობლემა, რაღაცას ველოდებითო, თუმცა არაფერი იცვლება", - აცხადებს გერმანე ჭელიძე.

მისივე თქმით, ტურისტულ ავტობუსებს ე.წ. ბას ლაინებზე გავლის უფლება არ აქვთ, რაც დამატებითი პრობლემაა.

"გვეუბნებიან ავტობუსის ზოლზე არ შეხვიდეთო, გვაჯარიმებენ. არ არის ავტობუსის გაჩერებები. ფაქტობრივად, თბილისში ინფრასტრუქტურა საერთოდ არ გვაქვს. ტურისტი რომ ბილეთს შეიძენს, უნდა იცოდეს სად ამოვიდეს და სად ჩავიდეს",- ამბობს World Sightseeing Tour Tbilisi-ს დამფუძნებელი.