LIVE

კათედრალებიდან ყინულის მოედნებამდე - ვაქცინაციის გამორჩეული ცენტრები

02 თებ 202109:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 417
კათედრალებიდან ყინულის მოედნებამდე - ვაქცინაციის გამორჩეული ცენტრები
REUTERS/Paul Childs

ვაქცინაციის მასობრივი კამპანიის დაწყებასთან ერთად, საზოგადოებრივი სივრცეები ვაქცინაციის ცენტრებად ტრანსფორმირდა. WEF მათ შორის ყველაზე გამორჩეულ 8 ადგილს გთავაზობთ:

1. საკათედრო ტაძარი: 800 წლის სოლსბერის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთია ბრიტანეთის რამდენიმე საკათედრო ტაძრიდან, რომელიც ვაქცინაციის ცენტრად გადაიქცა. ვაქცინის მომლოდინე ადამიანებს დასამშვიდებლად ორღანის მოსმენა შეუძლიათ.

2. დისნეილენდი: კალიფორნიაში ანაჰემის საკურორტო პარკინგზე დღეში დაახლოებით 3000 ადამიანის ვაქცინაციაა შესაძლებელი.

This super-site can vaccinate 3,000 people per day. Image: REUTERS/Mario Anzuoni

3. აეროპორტი: სინგაპურში ათასობით ბორტგამცილებელი და ავიაკომპანიის სხვა თანამშრომელი ატარებს ვაქცინაციას ჩანგის აეროპორტის მე-4 ტერმინალში.

4. ყინულის მოედანი: ერიკა-ჰესის ყინულის მოედანი ბერლინის ვაქცინაციის ერთ-ერთი პირველი პუნქტია, რომელიც გერმანიის დედაქალაქში გაიხსნა. ვაქცინაციისთვის, ასევე, იყენებენ ველოდრომებსა და მიტოვებულ აეროპორტს.

This ice rink in Berlin, Germany, is another mass vaccination site. Image: REUTERS/ Pool New

5. იპოდრომი: ინგლისში, ზაფხულის რბოლებით ცნობილი Epsom Downs Racetrack დროებით იმუნიზაციის ერთ-ერთ ცენტრად გადაკეთდა.

6. ბეისბოლის პარკი: City Field იქნება  ვაქცინაციის მეგა-ცენტრი, რომელსაც დღეში 7000-მდე ადამიანის ვაქცინაცია შეეძლება.

7. საკონფერენციო ცენტრი: კანადაში მეტრო ტორონტოს საკონფერენციო ცენტრი ვაქცინების წარმოების ცენტრად გადაკეთდა, თუმცა, არასაკმარისი დოზების გამო, იძულებული გახდა, შეეწყვიტა ფუნქციონირება.

8.  აკვაპარკი: წყლის პარკი: შოტლანდიაში Time Capsule ვაქცინაციის ერთ-ერთი უჩვეულო ცენტრია, რომელიც მოიცავს ეკლესიებს, სკოლებსა და სხვა საზოგადოებრივ შენობებს.

The 800-year-old Salisbury Cathedral is one of many cathedrals in Britain to open as a vaccination center.