LIVE

ლაშა ხუციშვილი 2022-2023 წლებში EBRD-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე იქნება

12 მაი 202215:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 479
ლაშა ხუციშვილი 2022-2023 წლებში EBRD-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე იქნება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 2022-2023 წლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. 

კიდევ ერთი ვიცე-თავმჯდომარე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს წარმომადგენელი იქნება.

ევრობანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ კი ერთი წლის ვადით ავსტრიის მხრიდან მმართველი დაინიშნა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც წელს მაროკოში იმართება.

ევრობანკის მომდევნო წლიურ შეხვედრას 2023 წელს უზბეკეთის ქ. სამარყანდი უმასპინძლებს.