LIVE

ელონ მასკის სტარტაპს მაიმუნი ჰყავს, რომელიც ვიდეო თამაშს თამაშობს

01 თებ 202118:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 665
ელონ მასკის სტარტაპს მაიმუნი ჰყავს, რომელიც ვიდეო თამაშს თამაშობს
Netflix

ელონ მასკი ამბობს, რომ მის ერთ – ერთ სტარტაპს მაიმუნი ჰყავს, რომელიც ტვინზე მიერთებულ ვიდეო თამაშს თამაშობს. მისი თქმით, ამ პროცესის ამსახველი ვიდეო დაახლოებით ერთ თვეში გასაჯაროვდება. 

”ჩვენ გვყავს მაიმუნი, რომელსაც თავის ქალაში უკაბელო იმპლანტი აქვს მიერთებული, პატარა სადენებით. მაიმუნს გონებით შეუძლია ვიდეო თამაშების თამაში” - უთხრა მასკმა Clubhouse-ის აპლიკაციაში სასაუბრო ოთახის რამდენიმე ათას მსმენელს. ”იმპლანტი ხილვადი არ არის. მაიმუნი თავს ბედნიერად გრძნობს. ჩვენ მიზანია, რომ მაიმუნებმა გონება-პონგი ეთამაშონ ერთმანეთს. ”

მასკმა განმარტა, რომ ტვინის დამაკავშირებელი ტექნოლოგიის მიზანია ტვინისა და ზურგის ტრავმების დაძლევა და ჩადებული ჩიპით ადამიანების დაკარგული შესაძლებლობების დაბრუნება. ”არსებობს ამ მოწყობილობის პრიმიტიული ვერსიები, რომელსაც სადენები თავის გარეთ აქვს მოთავსებული, მაგრამ ეს იმპლანტი Fitbit- ს ჰგავს, თავის ქალაში პატარა მავთულხლართებით, რომლებიც თქვენს ტვინში ხვდება”- ამბობს მასკი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რიდ სტივენსონი და რივერ დეივისი