LIVE

სასტუმროს ნომრები, რომლებიც ცნობილი ფილმებითაა შთაგონებული

01 თებ 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 820
სასტუმროს ნომრები, რომლებიც ცნობილი ფილმებითაა შთაგონებული
21c Museum Hotels

ამერიკული სასტუმროების ინდუსტრიამ 2020 წელი 1 მილიარდი ცარიელი ოთახით დაასრულა, თუმცა, ლექსინგტონში მდებარე სასტუმრო 21C, ერთ-ერთია იმათგან, ვისაც სტუმრების ნაკლებობის პრობლემა არ შექმნია.  

მისი გამორჩეული ოთახის შთაგონების წყარო Netflix-ის სერიალი The Queen's Gambit გახდა. სასტუმროში ერთ-ერთი ოთახი სერიალის მთავარი გმირის, ბეტ ჰარმონის საპატივსაცემოდ მოეწყო.

 

ჰარმონის ოთახის ჭერზე ჭადრაკის უზარმაზარი დაფაა, მეფეებისა და პაიკების ისეთი განლაგებით, როგორც ეს სერიაშია. ნომრის კედლები რეტრო სტილშია, მაგიდაზე მიმოფანტულია ჟურნალ Chess Review-ის ასლები. ნომერი მე-20 საუკუნის შუა წლებისთვის დამახასიათებელი ავეჯით, წიგნებითა და ანტიკვარიატითაა მოწყობილი.

 

სერიალით შთაგონებული ოთახი სასტუმროში სხვა ნომრებზე ძვირია. თუ  21C Lexington-ის საშუალო ოთახის ფასი დაახლოებით 140 დოლარია, Netflix-ის ინსპირაციით შექმნილი ნომრის ფასი 220 დოლარს უახლოვდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სასტუმროს ნომერი ფილმის და სატელევიზიო შოუს ინსპირაციით ეწყობა. დენვერში, კერტისის სასტუმროში ოთახი Talladega Nights-ის თემითაა შთაგონებული. 

სასტუმროს ნომრები Pretty Woman-ის, Beverly Hills-ის და Lord of the Rings-ის მოყვარულებისთვისაც მოაწყვეს. 

ოთახები თანაბრად მიმზიდველია რეკლამების გადასაღებად და ფილმების ფანების მისაღებად. ისინი არა მხოლოდ სასტუმროებს უზრდიან სტუმრების რიცხვს, არამედ იმ ქალაქებსაც, სადაც ეს სასტუმროები მდებარეობს. ამიტომ 21C-ს ოთახის მოწყობაში ადგილობრივი მთავრობა დაეხმარა. 

”პანდემიის გამო, 2020 წელს ლექსინგტონში ჩვენი სასტუმროების შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, $ 100 მილიონზე ნაკლები იყო.  ახლა ვცდილობთ რაღაც განსხვავებული შევთავაზოთ, რაღაც ისეთი, რაც ხალხს მოგზაურობისკენ შემოაბრუნებს,” ამბობს VisitLex–ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი, გაითან ბორდენი.  

მიუხედავად იმისა, რომ ოთახი ცოტა დაგვიანებით მოეწყო, მის მიმართ მოგზაურების ინტერესი მაინც დიდია. ამიტომ ქალაქის მმართველობა რეკომენდაციას იძლევა, რომ ტურიზმის გამოსაცოცხლებლად, სასტუმროებმა პანდემიის გამო, გამოკეტილ მოგზაურებს საინტერესო იდეები შესთავაზონ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანმარი ველსერი