LIVE

ბიტკოინის ფასი $33,741-მდე დაეცა

09 მაი 202214:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 849
ბიტკოინის ფასი $33,741-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი 2021 წლის ივლისის დონისკენ მიემართება. მონეტის ფასის ვარდნა კრიპტოვალუტების უფრო ფართო უკანდახევის ტენდენციის ნაწილია, რომელიც რისკის შემცველი აქტივების გლობალური ვარდნის ფონზე მოხდა.

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასი ორშაბათს 2.7%-ით დაეცა და სინგაპურში 12:40 საათისთვის $33,741-ად ივაჭრებოდა. მეორე უმსხვილესი ვალუტის, ეთერიუმის ფასი 4.6%-ით შემცირდა. შაბათ-კვირის განმავლობაში ვირტუალური მონეტების უმრავლესობა წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რასაც ორშაბათს კლების ტენდენციის გაგრძელება მოჰყვა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ლიკვიდურობის შემცირება ინვესტორებს სპეკულაციური აქტივებისგან დისტანცირებისკენ უბიძგებს. ციფრული აქტივების გარშემო სიფრთხილის ფონზე, TerraUSD-ის ღირებულება, რომელიც სტაბილური მონეტაა და დოლარზეა მიბმული, $1-ს ჩამოსცდა, სანამ აღდგენას დაიწყებდა.

ედულ პატელის მიხედვით, რომელიც კრიპტო საინვესტიციო პლატფორმა Mudrex-ის დირექტორია, მზარდი რეფინანსირების განაკვეთი ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ ინვესტორებს კრიპტო ბაზრის მიმართ პერსპექტივებზე ფიქრის საშუალებას არ აძლევს. მისი თქმით, კლების ტენდენცია გაგრძელდება და ბიტკოინმა შესაძლოა $30,000-იანი დონეც კი გატესტოს.

უმსხვილესი კრიპტოვალუტა $32,970-იანი დონის გარღვევის შემთხვევაში 2021 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე ჩამოვა. ბიტკოინის 27%-იანი კლება 2022 წლის განმავლობაში გლობალური ბონდებისა და აქციების ბაზარზე 10%-იანი ვარდნის, ხოლო ოქროს ფასის 2.5%-იანი ზრდის ფონზე ხდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტა შუკლა