LIVE

WSJ - ლე პენის პარტია სანქცირებულ რუსულ კომპანიას 12 მილიონ ევროს უხდის

23 აპრ 202211:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 790
WSJ - ლე პენის პარტია სანქცირებულ რუსულ კომპანიას 12 მილიონ ევროს უხდის
CHRISTOPHE SIMON/AFP VIA GETTY IMAGES

საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის პარტია 2020 წელს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 12 მილიონ ევროს უხდის მოსკოვში დაფუძნებულ სამხედრო კონტრაქტორს, იტყობინება Wall Street Journal რუსეთისა და საფრანგეთის მთავრობების ანგარიშებზე დაყრდნობით.

ვალერან დე სენტ-ჟუსტმა, ლე პენის პარტიის უფროსმა წევრმა თქვა, რომ თანხა წარმოადგენს $9.4 მილიონიანი კრედიტის ძირს და პროცენტს, რომელიც პარტიამ ჩეხეთ-რუსული ბანკიდან აიღო და რომელიც საკუთრებაში მოსკოვის თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია Aviazapchast-ს 2016 წელს გადაეცა.

პარტიამ სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდა 2020 წლის მეორე ნახევარში განახორციელა და Aviazapchast-ს 1 მილიონი ევრო გადაურიცხა, იუწყება WSJ ფრანგული კამპანიის ანგარიშებზე დაყრდნობით.

2020 წელს Aviazapchast-ს სანქციები სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუწესა. სადამსჯელო ზომები მიზნად ისახავდა ირანისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიისთვის იარაღის მიყიდვის შეჩერებას.

საპრეზიდენტო დებატების დროს ლე პენმა თქვა, რომ თანხების დაბრუნებას დრო დასჭირდება. მისი თქმით, პარტიას კრედიტი საზღვარგარეთ უნდა აეღო, რადგან ფრანგული ბანკები მას სესხს არ მისცემდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ ალექსანდერი