LIVE

ევროკავშირი Google-ისა და Meta-სთვის ახალ წესებს ადგენს

23 აპრ 202210:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 753
ევროკავშირი Google-ისა და Meta-სთვის ახალ წესებს ადგენს

ევროკავშირი იღებს არალეგალური კონტენტის კონტროლის ახალ წესებს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Google და Meta. 

ციფრული სერვისების აქტის (DSA) მიხედვით, კომპანიებს წესების დარღვევისთვის გლობალური ბრუნვის 6%-მდე ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა ევროკავშირში ბიზნესის კეთება აეკრძალოთ.

ახალი წესები კრძალავს მიზნობრივ რეკლამებს ბავშვებისთვის, ან თუ ის ეფუძნება მგრძნობიარე მონაცემებს, როგორიცაა რელიგია, სქესი, რასა და პოლიტიკური შეხედულებები. ასევე აიკრძალება შაბლონები, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავს ადამიანები კომპანიებისთვის პერსონალური მონაცემების მიწოდებისთვის.

დიდ ონლაინ პლატფორმებს და საძიებო სისტემებს მოეთხოვებათ კონკრეტული ზომების მიღება კრიზისის დროს. ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და მასთან დაკავშირებულმა დეზინფორმაციამ გამოიწვია.

კომპანიები შეიძლება აიძულონ, გადასცენ ალგორითმებთან დაკავშირებული მონაცემები მარეგულირებლებსა და მკვლევრებს. მათ ასევე ეკისრებათ წლიური გადასახადი შემოსავლის 0.05%-მდე, რათა დაფარონ შესაბამისობის მონიტორინგის ხარჯები.

ციფრული სერვისების აქტი (DSA) არის ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ხელმძღვანელის, მარგრეტე ვესტაგერის სტრატეგიის მეორე მიმართულება Google-ის, Meta-ს და სხვა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების შეკავების მიზნით.

ციფრული სერვისების აქტი (DSA) 2024 წელს ამოქმედდება.