LIVE

სმარტფონების გაყიდვები პანდემიის შემდეგ ყველაზე მკვეთრად დაეცა

23 აპრ 202218:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 478
სმარტფონების გაყიდვები პანდემიის შემდეგ ყველაზე მკვეთრად დაეცა

სმარტფონების მიწოდება პირველ კვარტალში 11%-ით დაეცა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა. ინფლაციის შიშმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ომიკრონის ვარიანტის გავრცელებამ სექტორის არასტაბილური აღდგენა კიდევ უფრო შეაფერხა.

Canalys-ის მონაცემების მიხედვით, Samsung Electronics-მა Apple-ისგან ლიდერობა დაიბრუნა 24%-იანი წილით, ჩინური კომპანიები Xiaomi, Oppo და Vivo ტოპ ხუთეულს დაახლოებით იგივე პროპორციით ავსებენ, როგორც ერთი წლის წინ. შენელება ძირითადად ჩინეთის Covid Zero პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც სმარტფონების ყველაზე დიდ ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნაზე აისახა. ამასთან ადგილობრივ მწარმოებლებს გაუჭირდათ კომპონენტების მოპოვება მათი საწყისი დონის მოწყობილობებისთვის.

Covid-თან დაკავშირებული ლოკდაუნებისა და ელექტრონიკაზე შესუსტებული მოთხოვნის ფონზე, ჩინეთში ნახევარგამტარების კვარტალური წარმოება 2019 წლის შემდეგ პირველად შემცირდა.

თუმცა, კომპონენტების დეფიციტი შესაძლოა იმაზე ადრე აღმოიფხვრას, ვიდრე ნავარაუდები იყო, რაც შვება იქნება მწარმოებლებისთვის.

Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის ვუ ჯინ ჰოს მიხედვით, სმარტფონების გლობალური წარმოება, სავარაუდოდ, ინფლაციური გარემოს ფონზე შემცირდება. მისი მოლოდინით 2022 წლის გაყიდვები დაახლოებით $527 მილიარდს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებლიდან მცირე ცვლილება იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დები ვუ