LIVE

Toshiba რუსეთში ახალ შეკვეთებსა და ინვესტიციებს აჩერებს

20 აპრ 202210:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 551
Toshiba რუსეთში ახალ შეკვეთებსა და ინვესტიციებს აჩერებს

უკრაინაში ომის გამო იაპონური კორპორაცია Toshiba რუსეთში ახალ შეკვეთებსა და ინვესტიციებს აჩერებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯის გავლენა თავად კომპანიაზე უმნიშვნელო იქნება.

“უკრაინაში შექმნილი ვითარების საპასუხოდ, Toshiba გადასცემს 100 მილიონ იენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს (UNHCR) და იაპონურ არაკომერციულ ორგანიზაციას, რათა უზრუნველყოს დაზარალებულების ჰუმანიტარული დახმარება”, - ნათქვამია Toshiba-ს განცხადებაში.

გლობალურმა კომპანიებმა, როგორიცაა Ericsson-ი და Nokia, ასევე შეაჩერეს მიწოდება და გაყიდვები რუსეთში. ოპერაციები შეაჩერა ნოუთბუქებისა და კომპიუტერების მწარმოებელმა Acer-მა, ისევე როგორც ჩიპების მწარმოებელმა Intel-მა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია