LIVE

საქართველოს აეროპორტებში პანდემიამდელთან შედარებით მგზავრთნაკადი 69%-ით აღდგა

12 აპრ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 745
საქართველოს აეროპორტებში პანდემიამდელთან შედარებით მგზავრთნაკადი 69%-ით აღდგა

2022 წლის I კვარტლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 700 200 მგზავრს მოემსახურა, რაც 565%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, სამ თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 507 050 მგზავრს მოემსახურა და 2019 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 63%-ით აღდგა. 2019 წელის პირველ კვარტალთან შედარებით, 77%-ით აღდგა მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ბათუმში ზრდამ 32% შეადგინა.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია პირველი 3 თვის დაჯამებული მონაცემებით 1 407 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის  I კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 43%-ით გაიზარდა ამბროლაურში, ხოლო ნატახტარში 17%-ით.

2022 წლის პირველ 3 თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 4 483.077 ტონა შეადგინა, ტვირთბრუნვა 3%-ით არის გაზრდილი. სამგზავრო საჰაერო მიმოსვლისაგან განსხვავებით, COVID 19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება: 

  • ავიაკომპანია Turkish Airlines – 90 258 მგზავრი 13%;
  • ავიაკომპანია Wizz Air Hungary – 89 442 მგზავრი 13%;
  • ავიაკომპანია Pegasus – 70 470 მგზავრი 10%;
  • ავიაკომპანია Fly Dubai – 50 947 მგზავრი 7%;
  • ავიაკომპანია Belavia – 49 877 მგზავრი 7%;
  • ავიაკომპანია Azerbaijan Airlines – 27 866 მგზავრი 4%;
  • ავიაკომპანია Israir – 27 502 მგზავრი 4%
  • ავიაკომპანია Georgian Airways – 22 569 მგზავრი 3%;
  • ავიაკომპანია SkyUp Airlines – 21 884 მგზავრი 3%;
  • ავიაკომპანია Bees Airline – 21 399 მგზავრი 3%.