მას შემდეგ, რაც Randgold 2018 წლის ბოლოს Barrick Gold- ს შეუერთდა, ჩრდილოეთ ამერიკაში ბუილონის მომპოვებელი გიგანტის შესაქმნელად, მეორე მხარეს ცარიელი ადგილი დარჩა.
ბოლო ოცი წლის მანძილზე აფრიკაზე ორიენტირებულმა Randgold Resources- მა რთულ ადგილებში ეფექტური ოპერაციების წარმოების ძლიერი რეპუტაცია გამოიმუშავა. NordGold- ს, რომელიც რუსი ოლიგარქის ალექსეი მორდაშოვის ოჯახს ეკუთვნის, ამ ადგილის დაკავება სურს და ლონდონის პრემიუმ ბირჟაზე ადგილს უმიზნებს.
Nordgold 2007 წელს ლონდონში შეიქმნა, როგორც მორდაშოვის ფოლადის მწარმოებლის Severstal PJSC- ის შვილობილი კომპანია. მისი პირველი მცდელობა ინვესტორების მოსაზიდად ლიკვიდურობის ნაკლებობამ შეაფერხა. კომპანია 2017 წელს ჩამონათვალიდან არაშთამბეჭდავი 1,3 მილიარდი დოლარით ამოიღეს. თუ Nordgold დაბრუნდება, ამას ის ახლა 1 მილიონ უნციაზე მეტი წლიური წარმოებით გააკეთებს. ეს მეხუთედით მეტი იქნება ვიდრე მან გასვლამდე აწარმოა.
ამავდროულად, ოქროს ფასები გაუმჯობესებულია. დაამატეთ Randgold-ის ჩრდილოეთ ამერიკაში გამგზავრება - პლუს საკმარისად მოკრძალებული შეფასების დაპირება - და 2021 წელი Nordgold-ისთვის უფრო ნათელი გახდა.
რუსულ საკუთრებაში მყოფი მაღაროსთვის უჩვეულოდ, გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული Nordgold თავიდანვე Randgold- ის ტაქტიკას გაჰყვა და აფრიკას დაადგა თვალი. კომპანიამ, რომელიც ყაზახეთსა და რუსეთში ოქროს მოსაპოვებლად შეიქმნა, მაღაროების განვითარება ბურკინა ფასოსა და გვინეაში დაიწყო. ეს მაღაროები ახლა მისი მთლიანი გამომუშავების თითქმის ნახევარს შეადგინს. ამას ემატება კომპეტენტურობის წყალობით ყველაფრის ნულიდან აშენების რეპუტაცია და დროის და ბიუჯეტის ზედმიწევნით დაცვა. ეს ინდუსტრიაში, სადაც უფრო ხშირად ორივეს აჭარბებენ. რაც მთავარია, მან წარმატებით შეიერთა მცირე კონკურენტები და გასულ წელს უკან მოიტოვა Cardinal Resources– ის გაცხარებული სატენდერო ომიც. დისციპლინა, რომელიც მოგებით ანაზღაურდა.
ამასობაში, როდესაც საქმე ოქროს ეხება რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ რეგიონად რჩება. ათიოდე წლის წინ, Randgold-ის დამდუძნებელმა ბრისტოუმ მას ერთ-ერთ ბოლო სასაზღვრე ზოლი უწოდა, რომელიც ათვისებული და შესწავლილი არ არის. ოფიციალური წარმომადგენლები ყურადღებას ნავთობზე და გაზზე ამახვილბენ, ხოლო მეწარმეები რთულად დასამუშავებელ მადნეულს და ჩახლართულ წესებს ებრძვიან. თუმცა, Polyus PJSC-ის მიერ Sukhoi Log– ის, გიგანტური დეპოზიტის შემუშავებამ, რომელიც მხოლოდ რუსეთის ოქროს მარაგების მეოთხედზე მეტს შეადგენს, წესით, ახალი ინტერესი უნდა გამოიწვიოს.
მაშინაც კი, თუ ბუილონი 2020-ის რეკორდების მოხსნას ვერ გააგრძელებს, პანდემიური შოკიდან გამოსვლის ფონზე, ოქროს მაღაროებისთვის ბაზარზე დიდი ადგილი და მადაა. საკითხავია, შეძლებს თუ არა Nordgold დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სანდო აგენტია, Randgold-ის ხვრელის ამოსასვსებად.
ამასობაში, სხვებიც იბრძვიან გვირგვინის მოსაპოვებლად. მათ შორის ეგვიპტელი მილიარდერის ნაგუბი სავირისის Endeavour, უფრო დიდი მასშტაბებით და მკაფიო ფოკუსირებით აფრიკაზე.
Randgold-მა დაამტკიცა, რომ 2011 წელს ოქროს პოსტ-ბუმური კატასტროფების შემდეგ ფრთხილი, უნივერსალური ინვესტორების გადმობირებაც კი შესაძლებელია. ეს მან წარმატებული ექსპლორაციით, კონსერვატორული მიდგომით და მყარი მოგების ჩვენებით მოახერხა. Nordgold-მა იგივე ხერხები კონკურენტი პრეტენდენტებს ჩამოსაშორებლად უნდა გაიმეოროს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლარა ფერეირა მარკესი