LIVE

„Sustainability Spotlight“ - კორპორაციული მდგრადობის შესახებ პირველი ჟურნალი საქართველოში

11 აპრ 202218:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 781
„Sustainability Spotlight“ - კორპორაციული მდგრადობის შესახებ პირველი ჟურნალი საქართველოში

8 აპრილს, კორპორაციული მდგრადობის შესახებ საქართველოში პირველი ჟურნალის „Sustainability Spotlight“-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალი გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით გამოდის. „Sustainability Spotlight” ძირითადად ეთმობა ქსელის წევრ კომპანიებს და საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკის წარმოჩენას. ასევე წარმოდგენილია მთავრობის ხედვა, ინიციატივები და საქმიანობა მდგრადობის საკითხებზე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა ამ მიმართულებით და მსოფლიოში არსებული საინტერესო სიახლეები კორპორაციულ მდგრადობაზე.

პრეზენტაციას ესწრებოდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიები და მედია საშუალებების წარმომადგენლები.

ჟურნალი შედგება სამი რუბრიკისაგან: ეკონომიკა,  საზოგადოება და გარემოს დაცვა. დღემდე გამოცემულია ოთხი ნომერი და ჩაიწერა 150-ზე მეტი ინტერვიუ. პირველი ნომერი დაეთმო პანდემიას და ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობას. მეორე ნომერი შეეხებოდა მულტისექტორულ პარტნიორულ პროექტებს. მესამე ნომრის თემა იყო ეკო-ინოვაციები - მომავალი მწვანე და ინკლუზიურია და ეძღვნებოდა საქართველოში, ბიზნეს სექტორში არსებულ ეკო-ინოვაციურ მიდგომებს და განიხილავდა ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარების პოტენციალს. მეოთხე ნომერი დაეთმო კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“. წარმოდგენილია გამარჯვებული კომპანიები და ჟიურის წევრები. მეხუთე ნომერზე მუშაობა დაწყებულია და ის დაეთმობა ომს უკრაინაში და ბიზნესის კორპორაციულ პასუხისმგებლობას ამ დროს.

ჟურნალის გამოცემა ხდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე სხვადასხვა ნომრის მხარდამჭერები იყვნენ USAID-ი და ევროკავშირი. ჟურნალს ჰყავს პარტნიორი კომპანიებიც - ნომრის სპონსორები. სხვადასხვა ნომრის სპონსორები იყვნენ კომპანიები ორიენტ ლოჯიკი, თიბისი ბანკი, თეგეტა მოტორსი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს ბიზნეს პლატფორმა (GBP), აჭარაბეთი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი (MBC) და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გამოგვყევით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის Facebook გვერდზე