LIVE

ჩაკეტილ ქალაქებში თინეიჯერების ადგილი აღარ არის

29 იან 202108:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 395
ჩაკეტილ ქალაქებში თინეიჯერების ადგილი აღარ არის
Stan Grossfeld/Boston Globe via Getty Images

პანდემიიდან რვა თვის შემდეგ შეზღუდვით ცხოვრება განსაკუთრებით მძიმე თინეიჯერებისთვის აღმოჩნდა, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირების უფრო დაბალი რისკის ქვეშ არიან, თანატოლებთან ყოფნის ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებს.

Burbio-ს მონაცემების თანახმად, ნოემბრის ბოლოსთვის, აშშ-ს სტუდენტების მხოლოდ 35% ესწრებოდა პირისპირ გაკვეთილებს ყოველდღიურ რეჟიმში. დანარჩენები ან დისტანციურად სწავლობდნენ, ან ესწრებოდნენ როგორც სრულ, ისე ონლაინ გაკვეთილებს. კლასგარეშე აქტივობები და სპორტი შეზღუდულია, ბევრი ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრი კი განუსაზღვრელი დროით დაიკეტა. მრავალი ახალგაზრდისთვის თინეიჯერული ცხოვრება მეტწილად გადავიდა ინტერნეტში, სოციალური მედიის პლატფორმებზე, როგორიცაა Instagram და Discord.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ექსტრემალური მდგომარეობაა,  მან გამოავლინა პრობლემა, რომელიც პანდემიის წინაპირობაა: მრავალი საზოგადოებრივი სივრცე, რომლებიც ახლა ერთადერთი ადგილია, სადაც თინეიჯერებს შეუძლიათ უსაფრთხოდ შეხვდნენ თავიანთ მეგობრებს, არ არის მათზე მორგებული.

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ბავშვებზე მეგობრულ ქალაქებზე, მაგრამ ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უკეთესად მოემსახურონ ოჯახებს მცირეწლოვანი ბავშვებით - სათამაშო მოედნები, ეტლით ტრანსპორტირება და ბავშვების მოვლა. მოზარდები ხშირად გვავიწყდება შეიძლება მათი წინააღმდეგობრივი პოლიტიკის, ან განზრახულობის გამო. მეგობრებთან ერთად ქუჩაში გასვლა მათთვის შეიძლება საშიში იყოს, რასაც მოწმობს NextDoor-ზე გამაფრთხილებელი შეტყობინებების სიმრავლე, რომ მოზარდები პარკებსა და სათამაშო მოედნებს იპყრობენ.

Skate parks like this one in Venice Beach, California, are among the few public spaces where teens feel welcomed. Photographer: Valerie Macon/AFP via Getty Imagesსკეიტ-პარკი კალიფორნიაში. ერთ-ერთი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც თინეიჯერები თავს სასიამოვნოდ გრძნობენ. Valerie Macon/AFP via Getty Images

მოზარდებისთვის სტუმართმოყვარეობით არ გამოირჩევა არც სავაჭრო ადგილები. ჯერ კიდევ პანდემიამდე, სავაჭრო ცენტრებში, სწრაფი კვების ობიექტებსა და რესტორნებში მოზარდებს ხშირად უყურებდნენ ეჭვის თვალით. ზოგიერთი ბიზნესის მფლობელი იყენებს მოწყობილობას სახელად Mosquito, რომელიც აწარმოებს გამაღიზიანებელ მაღალ ხმას, რომელსაც მხოლოდ ახალგაზრდები ისმენენ. ზოგიერთ ქალაქში ასაკობრივი კომენდანტიც კი მოქმედებს.

ახალგაზრდული სამართლის ეროვნული ცენტრის უფროსი ადვოკატის, ჰანა ბენტონ ეიდსატის თანახმად, საეჭვოა, ამცირებს თუ არა კომენდანტის საათი დანაშაულს. იმავროულად, სავარაუდოდ, ის არაპროპორციულად მოქმედებს ფერადკანიანი მოზარდების მიმართ.

„ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხედავენ ახალგაზრდები მართლმსაჯულების სისტემას. სისტემა მათ აკისრებს ჯარიმას, რომლის გადახდის საშუალებაც მათ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ“ - ამბობს Eidsat. „მოზარდობა განვითარების საინტერესო პერიოდია, ამ პერიოდში ყალიბდება მათი მსოფლმხედველობა და მომავალი. არ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა პოზიტიური გაკვეთილები მიიღონ?“

„რაც პანდემიამ გამოკვეთა, ის იყო, თუ რამდენად სჭირდებათ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ერთმანეთთან დროის გატარება“ - ამბობს აბდულაჰ აკლი,, Unicef-ის ახალგაზრდული ელჩი აშშ-ში. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ქალაქის მომსახურებით და არ უნდა ეშინოდეთ მათი გამოყენების“.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემი კროუფორდი