LIVE

ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს

07 აპრ 202217:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 653
ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს

ავსტრალია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ქვეყნისთვის მეტი ლეტალური დახმარების გადასაცემად ემზადება.

"ავსტრალიამ უკრაინას ხუთი დატვირთული C-17-ის სამხედრო დახმარება გადასცა, როგორც ლეტალური, ისე არალეტალური. ჩვენ ვამზადებთ ბუშმასტერებს, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარლამენტის მიმართვის დროს ითხოვა. მათი ტრანსპორტირება რაც შეიძლება მალე მოხდება",- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიზ პეინმა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა გამოაცხადა, რომ გასულ ხუთშაბათს ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება გაეგზავნება.

ახალი პაკეტი ტაქტიკურ მაკეტებს, უპილოტო საჰაერო და უპილოტო სახმელეთო სისტემებს, რაციონსა და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს.

თებერვალში ავსტრალიის მთავრობამ აიღო ვალდებულება უკრაინისთვის ლეტალური და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის, სამედიცინო მარაგისა და ფინანსური დახმარების გადაცემის შესახებ. ასევე, $3 მილიონის NATO-ს ფონდში გადასარიცხად. მას შემდეგ ქვეყანაში ლეტალური დახმარების ტვირთები - რაკეტები, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა შევიდა.

ომის დაწყებიდან ავსტრალიამ უკრაინას $70 მილიონის ლეტალური დახმარება გაუწია.