საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით სასტიპენდიო პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე მესამედ, კრეატიული მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ სკოლაში, Miami Ad School Europe-ში, საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო.
მას, ვინც შემოქმედებითია, აქვს საინტერესო იდეები და სურს მიიღოს განათლება და გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს ბანკი Miami Ad School Europe-თან ერთად საშუალებას აძლევს, ისწავლოს ბერლინში Art Direction-ის, Copywriting-ისა და Creative Technology-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე და მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება.
„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. Miami Ad School Europe-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, უკვე გამოვლინდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის 2 სტიპენდიატი, რომლებიც ბერლინში პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით იღებენ განათლებას. MASE ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა და ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. Miami Ad School Europe-ის პორტფოლიო პროგრამა 3 ძალიან საინტერესო მიმართულებას - Art Direction-ს, Copywriting-სა და Creative Technology-ს აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა საშუალება კიდევ მეტ ახალგაზრდას მივცეთ მსგავსი შესაძლებლობა და გავუხსნათ წვდომა უმაღლესი ხარისხის განათლებაზე. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ მონაწილეებს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა ინიციატივების ფარგლებში განათლების მხარდაჭერას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
სტიპენდიის მისაღებად, კონკურსანტებმა პირველ ივნისამდე უნდა ჩააბარონ Miami Ad School Europe-ში. სტიპენდიატი, ჟიურის ჩართულობით, ჩარიცხული სტუდენტებიდან გამოვლინდება. ჟიურის წევრებს შორის საქართველოს ბანკის, MASE-სა და კრეატიული სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლები იქნებიან.
ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://fb.watch/cehrb_5LIk/
დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/
შეგახსენებთ, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით.
Miami Ad School-ი 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს აერთიანებს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.
(R)