LIVE

გარდაცვლილი ბერეზოვკის მტრები 121 მილიონიანი შატოსთვის იბრძვიან

28 იან 202116:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 495
გარდაცვლილი ბერეზოვკის მტრები 121 მილიონიანი შატოსთვის იბრძვიან
Google Maps

რომან აბრამოვიჩი, რუსული ავიაკომპანია PJSC და დიდი ბრიტანეთის ხაზინა იმ კრედიტორებს შორის არიან, რომლებიც სასამართლოში ბორის ბერეზოვსკის კუთვნილი 121 მილიარდიან სასახლეზე კონფისკაციის მოხსნისთვის იბრძვიან. ზღვის პირას 100 000 კვ.მ-ზე განლაგებული შატო 2011 წელს ექსპერტებმა 93.6 მილიონ ევროდ შეაფასეს.

2015 წელს ბერეზოვსკის ე.წ. მილიარდერთა ყურეში მდებარე Chateau de la Garoupe ფულის გათეთრებისა და გაფლანგვის საქმის ფარგლებში ჩამოერთვა. ფრანგმა მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ბერეზოვსკიმ და უძრავი ქონების სააგენტომ ქონება ნაწილობრივ ლონდონის საფეხბურთო კლუბ Chelsea-ს მფლობელ აბრამოვიჩისგან აღებული თანხებით იყიდეს, მაგრამ რადგან არც აბრამოვიჩი და არც სხვა კრედიტორები არ მონაწილეობდნენ სასამართლო პროცესებში, მათ კომპენსაცია არ მიუღიათ.

Boris Berezovsky in 2012.Photographer: Simon Dawson/Bloomberg

სასამართლოში რწმუნებულთა ადვოკატმა სტეფან ბონიფასიმ განაცხადა, რომ ქონების სრული კონფისკაცია არაპროპორციულია და უნდა გაუქმდეს იმის მიუხედავად, რომ მისი შეძენა 5 მილიონი აშშ დოლარის მითვისებული ფულით დაფინანსდა. ეს შეძენის დროს ქონების ღირებულების ნახევარს, დაპატიმრების დროს კი მხოლოდ 5%-ს შეადგენდა. „სამართლიანი იქნებოდა, რომ მნიშვნელოვანი ღირებულების აქტივი ბორის ბერეზოვსკის თაღლითური ქმედებებით დაზიანებული კრედიტორების კომპენსაციისთვის გამოყენებულიყო” - განაცხადა ბონიფასმა.

2013 წელს გარდაცვლილ ოლიგარქს მრავალი დავალიანება დარჩა. წარსულში მოკავშირეებს, აბრამოვიჩსა და ბერეზოვსკის შორის თავდაპირველი დავა ნავთობკომპანია SibNeft-თან დაკავშირებით დაიწყო. მაშინ გაერთიანებული სამეფოს სასამართლომ ბერეზოვკის მოთხოვნა 6.8 მილიარდის კომპენსაციის შესახებ არ დააკმაყოფილა.

ბერეზოვსკის შემოსავლები წლების განმავლობაში მცირდებოდა. ქონების მეურვეების თქმით, მან დატოვა დაახლოებით 296 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობით დავალიანება საბუღალტრო კომპანიის, Grant Thornton-ის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ბიზნესმენი ლონდონის მახლობლად კისერზე გამობმული მარყუჟით იპოვეს, სასამართლომ   თქვა, რომ თვითმკვლელობის კვალიფიკაციისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

სასამართლო გადაწყვეტილებას 21 აპრილს მიიღებს. ამავდროულად, რწმუნებულები ეძებენ ბერეზოვსკის საკუთრებაში არსებულ სხვა მდიდრულ ქონებას, მათ შორის Clocher de la Garoupe, რომელიც დაახლოებით 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული. აბრამოვიჩმა კარგად იცის ეს ადგილი. 1997 წლის ზაფხული ოჯახთან ერთად სწორედ ამ მდიდრულ სასახლეში გაატარა. რამდენიმე წლის შემდეგ აბრამოვიჩმა მილიარდერთა ყურის სანაპიროზე საკუთარი სახლი  - Chateau de la Cro იყიდა.

Cap d'Antibes in France.Source: VW Pics/Universal Images Group/Getty Images

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გასპარ სებაგი