LIVE

Facebook-ის გაყიდვები მეოთხე კვარტალში 33% –ით გაიზარდა

28 იან 202115:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 423
Facebook-ის გაყიდვები მეოთხე კვარტალში 33% –ით გაიზარდა
Bloomberg

Facebook – ის გაყიდვები მეოთხე კვარტალში 33% –ით გაიზარდა. პანდემიის დროს ინტერნეტით ვაჭრობამ, სოციალურ ქსელებში ციფრულ რეკლამებზე მოთხოვნა გაზარდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ 2021 წელს "მნიშვნელოვანი გაურკვევლობა" დაანონსა და თქვა, რომ მეორე ნახევარში, შეიძლება, დინამიკა შეიცვალოს. 

Facebook – ისთვის კვარტალური შემოსავალი $ 28.1 მილიარდი იყო. კომპანიას ახლა ყოველთვიურად 2.8 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, რაც საშუალო მაჩვენებელს 2.76 მილიარდს სცილდება.

იმის გამო, რომ პანდემიის პირობებში პირისპირ კონტაქტები სარისკო ხდება, ადამიანები სულ უფრო ხშირად მიმართავდნენ Facebook- ს, Instagram- ს და WhatsApp- ს.

Facebook–მა ასევე განაცხადა, რომ ეს სარგებელი ციფრული რეკლამის დამსახურებაა. ადამიანები მეტ ფულს ხარჯავენ პროდუქტებზე და ისინი ციფრულ რეკლამას ეყრდნობიან. კომპანია ინვესტიციას ახორციელებს პირდაპირ შოპინგშიც, განსაკუთრებით ფოტოების გასაზიარებელ აპლიკაცია Instagram-ზე. კვლევითი ფირმის EMarketer– ის შეფასებით, Instagram–მა 2020 წელს Facebook–ის აშშ–ს სარეკლამო შემოსავლების 49% შეადგინა.

თუმცა კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ იგივე ტენდენციები, პანდემიის შემდეგ, უფრო სწრაფად ზრდას გაართულებს. Facebook ასევე კრიტიკის ობიექტია კონფიდენციალურობის, სიტყვის თავისუფლებისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შესახებ მისი პოლიტიკის გამო.

Facebook– მა განაცხადა, რომ შემოსავალი დარტმას მიიღებს Apple – ის iOS 14 პროგრამული ცვლილებების შედეგადაც. iPhone–ის მწარმოებელი კომპანია მოითხოვს, რომ აპლიკაციებმა  მომხმარებლის მკაფიო  ნებართვა მიიღონ მათი საქმიანობის თვალყურისდევნებისთვის. საბოლოო ჯამში ეს ცვლილება Facebook-ის სარეკლამო სტრატეგიას მნიშვნელოვნად შეასუსტებს, რადგან ბევრი მომხმარებელი კომპანიის მხრიდან მათი ქმედებების თვალთვალზე უარს იტყვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა ფრეიერი