Apple–ის მოგება რეკორდულ მაჩვენებელზეა. კომპანიის შემოსავალი 21%–ით გაიზარდა. შესაბამისად შემოსავალმა 111 მლრდ. 439 მილიონი დოლარი შეადგინა.
კომპანია Apple–ის წმინდა მოგება 2020–2021 ფინანსური წლის პირველ კვარტალში, რომელიც 26 დეკემბერს დასრულდა, წლიურ გამოსახულებაში 29,3%–ით გაიზარდა 28 მლრდ. 755 მლნ. დოლარი შეადგინა.
ცნობილია, რომ ამ მაჩვენებელში საერთაშორისო გაყიდვები 64%–ს შეადგენს და Apple–ს შემოსავლების ნახევარზე მეტი iPhone–ის გაყიდვებზე მოდის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი