LIVE

5 ქალაქი, რომელიც დისტანციურ ჰაბს უმასპინძლებს

27 იან 202118:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 667
5 ქალაქი, რომელიც დისტანციურ ჰაბს უმასპინძლებს
Terra Fondriest/Bloomberg

Common-მა ის ხუთი ქალაქი დაასახელა, რომლებიც მზად არიან “დისტანციურად მომუშავე ჰაბს” უმასპინძლონ. კომპანიამ ზაფხულში აშშ-ს ქალაქებს მიმართა, გამოეთქვათ სურვილი, თუ ვინ შესთავაზებდა ახალგაზრდა ციფრულ მომთაბარეებს ოფისის ტიპის აპარტამენტების კომპლექსს.  

მიმდინარე კვირაში კომპანიამ ხუთი გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც თავდაპირველად წინამოსამზადებელ ეტაპზე გადავლენ. ესენი არიან დეველოპერები ახალ ორლეანიდან,  არკანზასიდან, უტადან,  ჩრდილოეთ კაროლინიდან და ნიუ-იორიდან. მათ ჯილდოდ მიიღეს დიზაინერული მომსახურება და მარკეტინგული ჯგუფის სტიმულირება. 

Common-ის მიერ შერჩეული კომპანიები, რომელიც აშშ-ს ცხრა ქალაქებში საზიარო საცხოვრებელ ფართს განაგებენ, დიდ ფსონებს დებენ დისტანციურ მუშაობაზე და სჯერათ, რომ მუშაობის ამ სტილის წარმატებას საფრთხე არ ემუქრება. კომპანიის განცხადებით, ეს გეგმა დროში კორონავირუსის პანდემიასაც უსწრებს.

ზემოხსენებული ხუთი ქალაქი გეოგრაფიულად საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზეა გადაჭიმული და მოსახლეობითა და კულტურული მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. მაგრამ რაც მათ განსაკუთრებით აერთიანებთ, არის ცხოვრების ხელმისაწვდომი დონე, დასაქმების ბაზრის დივერსიფიკაციის სურვილი და პოსტ-კოვიდური მომავლის ქალაქებს შორის ერთგვარ რადარად გადაქცევის ამბიცია.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად კეთილმოწყობილი იქნება დისტანციურად მუშაობისთვის მოწყობილი სივრცეები და როდის მიიღებენ თანამშრომლების პირველ ნაკადს. ცნობების თანახმად, პირველი ჰაბის გაშენება 2021 წლის ბოლოსა და 2022 წლის დასაწყისშია დაგეგმილი. თუმცა, ქალაქებს შორის ბიზნესკონკურენციიდან თანამშრომლების მოზიდვის ეტაპზე გადასვლისას, ისინი მსგავსად მოაზროვნე პროფესიონალებისგან შემდგარ საზოგადოებას გვპირდებიან, რომლებსაც, ერთმანეთთან შორი მანძილიდან მუშაობის გამო, პირადი უთანხმოება არ შეექნებათ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა ჰოლდერი