კომპანია Samsung-მა ბალტიის ქვეყნებში: ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში ტელეფონების სახელებიდან "Z" სიმბოლოს ამოიღო. შესაბამისად, Samsung-ის ოფიციალურ მაღაზიებში, Galaxy Z Fold3 გახდა Galaxy Fold3.
ცვლილება ასახულია Samsung-ის სამივე ქვეყნის ადგილობრივ საიტზე, სადაც მობილურების სახელწოდებაში ასო "Z" გამქრალია. მიუხედავად ამისა, ის მაინც ჩანს URL-ში, რაც მიუთითებს, რომ ცვლილება ახალია.
საინტერესოა, რომ უკრაინული Samsung-ის ვებსაიტზე ჯერ კიდევ ჩანს Galaxy Z დასახელება, მაგრამ, სავარაუდოა, რომ ეს შეიცვლება.
"Z" რუსულ ტექნიკაზე უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა. ის რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერის სიმბოლოდ გადაიქცა.
რამდენიმე დღის წინ შვეიცარიულმა სადაზღვევო კომპანია Zurich Insurance-მა თავისი ლოგოდან დროებით ამოიღო "Z" სიმბოლო.