LIVE

Bloomberg-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

29 მარ 202211:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 582
Bloomberg-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის გამო Bloomberg-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს. 

კლიენტებს შეუჩერდებათ Bloomberg-ის ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა - მათ შორის ტერმინალზე, მონაცემთა ლიცენზიებზე, მონაცემთა წყაროებსა და ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებზე. 

საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, გამორთულია რუსულ ფასიან ქაღალდებზე სავაჭრო ფუნქციებიც. რუსული აქციები Bloomberg-ის გლობალური კაპიტალის ინდექსებიდან 9 მარტს ამოიღეს, ხოლო მისი ობლიგაციები ამოღებულია ფიქსირებული შემოსავლის ინდექსებიდან, რომლებიც თვის ბოლოს ბალანსდება. 

შეჩერება არ იმოქმედებს Bloomberg.com-ზე. 

4 მარტს Bloomberg-მა განაცხადა, რომ გააჩერებს ჟურნალისტების საქმიანობას რუსეთში მას შემდეგ, რაც პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციის შესახებ. 

Bloomberg Philanthropies-მა დადო $40 მილიონის გამოყოფის პირობა საერთაშორისო სამაშველო კომიტეტისა და მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოსთვის უკრაინელებისა და ლტოლვილების მხარდასაჭერად. Bloomberg-მა ასევე გამოიყენა საკუთარი მიწოდების ჯაჭვი და იურიდიული რესურსები უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია