LIVE

Alfa Group-ის ვებგვერდზე შვილობილ კომპანიებს შორის IDS Borjomi აღარ წერია

28 მარ 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1091
Alfa Group-ის ვებგვერდზე შვილობილ კომპანიებს შორის IDS Borjomi აღარ წერია

რუსული კომპანია Alfa Group-ის ვებგვერდზე შვილობილი კომპანიების ჩამონათვალში "მინერალური წყლის წარმოების" განყოფილება და კომპანია IDS Borjomi International აღარ წერია. რამდენიმე თვის წინ ის კომპანიების ჩამონათვალში იყო. 

2013 წელს ინა გუდავაძემ IDS Borjomi-ის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-ს მიყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში, ესტონურმა სავაჭრო ქსელებმა „ბორჯომის“, როგორც რუსული პროდუქტის, გაყიდვიდან ამოღების შესახებ განაცხადეს

IDS Borjomi International-ს საქართველოში IDS Borjomi Georgia წარმოადგენს. კომპანიამ "ბიზნეს ფორმულას" შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

Alfa Group-ის შვილობილი კომპანიების სიიდან IDS Borjomi-ის გაქრობის მიზეზის გასარკვევად "ბიზნეს ფორმულა" მშობელ კომპანიას დაუკავშირდა და მისგან პასუხს ელის.