LIVE

ბრიტანეთს სურს, სახელმწიფო სექტორმა რუს მომწოდებლებთან კონტრაქტები გაწყვიტოს

28 მარ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 954
ბრიტანეთს სურს, სახელმწიფო სექტორმა რუს მომწოდებლებთან კონტრაქტები გაწყვიტოს

რუსეთზე ზეწოლის მიზნით, გაერთიანებულმა სამეფომ ყველა საჯარო ორგანოს მოუწოდა, გადახედონ კონტრაქტებს, რომლებიც რუსულ და ბელორუსულ კომპანიებთან აქვთ გაფორმებული და შეცვალონ მომწოდებლები.

"სახელმწიფოს ფულით არ უნდა დაფინანსდეს პუტინის ომის მანქანა. ჩვენ ვთხოვთ საავადმყოფოებს, საბჭოებს და საჯარო სექტორში სხვა ორგანიზაციებს, სასწრაფოდ დაადგინონ ყველა გზა, რაც მათ  რუსეთთან კომერციული კავშირების გაწყვეტის საშუალებას მისცემთ",- თქვა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა, სტივ ბარკლეიმ. 

განცხადების მიხედვით, ახალი მითითებები ასევე ეხება ენერგეტიკის სფეროში არსებულ კონტრაქტებს. საცალო ვაჭრობის განყოფილება, რომელიც Gazprom Energy-ის სახელით ვაჭრობს, 2020 წელს დიდი ბრიტანეთის ბიზნესის მეხუთედს გაზით ამარაგებდა. 

Gazprom-ის შვილობილი კომპანია ლონდონისა და მანჩესტერის ოფისებიდან იმართება და ამარაგებს ბიზნესებსა და საჯარო ორგანოებს, მათ შორის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ნაწილებს. 

ბარკლეიმ ასევე განაცხადა, რომ ბრიტანული კომპანიების მიერ რუსეთში ახალი ინვესტიციების განხორციელების მიზეზი აღარ რჩება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტიუარტ ბიგსი