LIVE

ევროპულმა Tech სტარტაპებმა რეკორდული ინვესტიციები მოიზიდეს

08 დეკ 202014:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 323
ევროპულმა Tech სტარტაპებმა რეკორდული ინვესტიციები მოიზიდეს

ევროპის ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა პანდემიის საპასუხოდ რეკორდული ინვესტიციები მოიზიდეს. ეს თანხა წელს სავარაუდოდ 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 500 მილიონით აღემატება. 

მართალია, ევროპის მასშტაბით დაწესებული ლოქდაუნების გამო, სტარტაპებში ინვესტირებამ მარტში იკლო, მაგრამ ზაფხულის ბოლოდან დაწყებული აღდგენის პროცესი შემოდგომაზეც გაგრძელდა და სექტემბერი რეკორდული თვე აღმოჩნდა 5 მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალდაბანდებით.

ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებით აშშ მნიშვნელოვნად უსწრებს ევროპას. მიუხედავად ამისა, ევროპულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან მიმართებაში ინვესტორების ინტერესი მზარდია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნატალია დროზდიაკი