LIVE

გერმანია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენას განიხილავს

28 მარ 202210:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 958
გერმანია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენას განიხილავს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის პოტენციური თავდასხმისგან თავის დასაცავად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენას განიხილავს.

მან არ დააკონკრეტა, რა ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენას განიხილავს ბერლინი.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გვყავს მეზობელი, რომელიც მზად არის გამოიყენოს ძალა თავისი ინტერესების გასატარებლად",- განაცხადა შოლცმა.

გერმანიამ თავდაცვის პოლიტიკა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეცვალა. ქვეყანამ ჯარის დაფინანსება ათობით მილიარდი დოლარით გაზარდა და პირობა დადო, რომ სამხედრო დანახარჯებს მშპ-ს 2%-მდე გაზრდის.