აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ G-20-დან რუსეთის გარიცხვას მხარს უჭერს.
"დიახ, რუსეთი უნდა გაირიცხოს G-20-დან",- განაცხადა ბაიდენმა ბრიუსელში მოკავშირეებთან შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე.
პუტინი G-20-ის სამიტზე დასწრებას გეგმავს, რომელსაც მიმდინარე წელს ინდონეზია უმასპინძლებს. ამის შესახებ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომელმაც უკრაინაში ომის გამო მის შესაძლო გარიცხვაზე საუბარს თავი აარიდა.
ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს რუსეთს, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს. ბაიდენის თქმით, პასუხი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე.
მანამდე, NATO-ს სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან თავდაცვაში დაეხმარებიან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია