LIVE

BBC-ი რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბრიტანეთის მთავრობისგან £4.1 მილიონს მიიღებს

24 მარ 202216:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 793
BBC-ი რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბრიტანეთის მთავრობისგან £4.1 მილიონს მიიღებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადების თანახმად, BBC-ის მსოფლიო სერვისისთვის რეგიონში უკრაინული და რუსულენოვანი სერვისების მხარდასაჭერად, დამატებით £4.1 მილიონი გამოიყოფა.

BBC-ის მოთხოვნის შემდეგ, ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტი და საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი დამატებით დაფინანსებას უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი ხარჯების დასაფარად უზრუნველყოფს.

თანხა BBC-ის თანამშრომლებისა და ოპერაციების უსაფრთხო ლოკაციაზე გადაყვანაში და კონტენტის ხელმისაწვდომობის გაზრდაში დაეხმარება. განცხადების თანახმად, არსებობს იმედი, რომ ადგილობრივ აუდიტორიას შეეძლება გვერდი აუაროს კრემლის შეზღუდვებს მედიაზე და შეინარჩუნოს BBC-ის ჟურნალისტიკაზე წვდომა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაიან ჰესკესი