LIVE

კრემლმა ამერიკელი დიპლომატები პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

24 მარ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 659
კრემლმა ამერიკელი დიპლომატები პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
AP Photo/Alex Brandon, Pool

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რიგი ამერიკელი დიპლომატები “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ამერიკელი პერსონალის გაძევება გამართლებული არ არის და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მზარდ პერიოდში ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო კრემლს აკრიტიკებს.

ეს ნაბიჯი იყო პასუხი ვაშინგტონის მიერ გაეროში რუსეთის მუდმივი მისიიდან 12 დიპლომატის, ასევე გაეროს სამდივნოს რუსი თანამშრომლის გაძევებაზე. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, “ამერიკულ მხარეს მტკიცედ უთხრეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი მტრული ქმედება გადამწყვეტ და ადეკვატურ პასუხს მიიღებდა”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია