LIVE

იტალიის პრემიერი: EU მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანების პროცესს

23 მარ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 385
იტალიის პრემიერი: EU მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანების პროცესს

იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის განცხადებით, ევროპელი ლიდერები მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის ბლოკში გაწევრიანების პროცესის მიმართ, თუნდაც გაწევრიანების გზა გრძელი იყოს. 

“პროცესი ხანგრძლივი იქნება და დრო იქნება საჭირო რეალური და ფუნქციონალური ინტეგრაციისთვის”,- განუცხადა დრაგიმ რომში დეპუტატებს. მისი თქმით, იტალიის პოზიცია არის უკრაინის მხარდაჭერა და წახალისება იმ გზაზე, რომელიც უკვე დაწყებულია.

გერმანია და ნიდერლანდები იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბლოკმა ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინის პრაქტიკულ დახმარებაზე და არა წევრობის სიმბოლურ იდეაზე, რომლის განხორციელებასაც შეიძლება ათწლეული ან მეტი დასჭირდეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია