LIVE

როგორი უნდა იყოს შენობის სავენტილაციო სისტემა, რომ მან პანდემიას გაუძლოს

26 იან 202116:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 495
როგორი უნდა იყოს შენობის სავენტილაციო სისტემა, რომ მან პანდემიას გაუძლოს
Liyao Xie/Moment RF

ოქტომბერში, ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქალაქის ერთ-ერთ ბარში ჯაზ-კონცერტი ჩაატარეს. აუდიტორიაში 20-მდე სტუდენტი და პროფესორი იყო. ყველა მათგანს Covid-19-ის უარყოფითი პასუხი ქონდა. შემსრულებლებს პერიოდულად ეკეთათ დამცავი ნიღბები. 

კულისებს მიღმა, პროფესორი ტაი ნიუელი ჰაერის ნაკადს ამოწმებდა და გამონაბოლქვის და ცირკულაციის ვენტილატორებს ღამის განმავლობაში აკონტროლებდა. პარალელურად, მისი სტუდენტები ჰაერის ხარისხის ცვლილებას აკვირდებოდნენ. ისინი სპეციალური ინსტრუმენტის გამოყენებით ნახშირორჟანგისა და წვრილი ნაწილაკების კონცენტრაციის გაზომვით ვენტილაციის დონის დადგენას ცდილობდნენ.

ეს ექსპერიმენტი სათანადო ვენტილაციის მნიშვნელობის ხაზგასმას ისახავდა მიზნად, რასაც ნიუელის თქმით, აქამდე საკმარისი ყურადღება არ ეთმობოდა.

დეკემბერში აშშ – ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, ASHRAE– ს ანუ გათბობის, გაგრილების და კონდიცირების ინჟინრების ამერიკული საზოგადოების მიერ დადგენილ სტანდარტებზე დაყრდნობით, Covid-19– ს წინააღმდეგ ბრძოლის სავენტილაციო რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

რას გულისხმობდა სავენტილაციო სტანდარტები:

ვენტილაციის გაუმჯობესება, როგორც წესი, გულისხმობს სუფთა ჰაერის შემოდინებას, ჰაერის ფილტრაციის სისტემების განახლებას და  პათოგენების მოსაკლავად UV სინათლის გამოყენებას.

ტიპიური საოფისე შენობისთვის, ASHRAE- ს ამჟამინდელი სტანდარტები რეკომენდაციას  წუთში 20 კუბურ მეტრ გარე ჰაერის (cfm) ცირკულაციას უწევს.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ ოთახის ჰაერი უნდა შეიცვალოს საათში სამჯერ ან ხუთჯერ. თუმცა, სავენტილაციო და ჰაერის ცვლილების სათანადო სიჩქარე შენობის ზომიდან და დატვირთვიდან გამომდინარე იცვლება.

ნიუელი ამბობს, რომ ჰაერის ნაკადის სწორი დონის შესახებ შენობის ტიპებისა და გამოყენების გათვალისწინებით, რეკომენდაციები არასაკმარისად კონკრეტულია.

როგორ უნდა გავიგოთ ხდება თუ არა სწორად ვენტილაცია:

ამის დასადგენად ერთ-ერთი საუკეთესო გზა თითოეულ ოთახში ან შენობის ნაწილში, CO2– ის კონცენტრაციის გაზომვაა. ეს გვიჩვენებს ამოსუნთქული ჰაერის რაოდენობას, რომელიც ოთახში  საკმარისი სუფთა ჰაერის გარეშე არსებობს. C02 დონეზე უნდა აღირიცხოს მილიონზე არაუმეტეს 800 ნაწილი. ”თუ ხედავთ, რომ სპეციფიკურ ადგილას 800 ppm- ზე მაღალი დონეა, იქ დიდ დროს ნუ გაატარებთ” - გვირჩევს ნიუელი. მაგრამ ეს გაზომვა მოითხოვს სპეციფიკურ ტექნოლოგიას. იდეალურ შემთხვევაში, ნიუელს სურს, რომ ყველას ჰქონდეს CO2 მრიცხველი თავის ჯიბეში, მაგრამ ამ ინსტრუმენტის ღირებულება შეიძლება 100 დოლარი და მეტი იყოს.

კიდევ ერთი ვარიანტია, ჰკითხოთ შენობის მენეჯერს, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი ASHRAE- ს მიერ დადგენილ სტანდარტებს, რა სახის ფილტრები გამოიყენება, ან განახორციელეს თუ არა მათ HVAC-ის განახლება ბოლო დროს.

თუ თქვენ პატარა, ჰერმეტულ სივრცეში უნდა იყოთ, მოძებნეთ ფანჯრები და იყავით ფანჯარასთან ახლოს. მაგრამ მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვენტილაცია ხელს უწყობს Covid-19 გადაცემის შანსების შემცირებას, რისკი იშვიათად არის ნულის ტოლი.

სავენტილაციო რეკომენდაციების განსახორციელებლად ექსპერტები ასევე გვირჩევენ, გადავიდეთ უფრო მაღალრეიტინგულ ფილტრებზე. კომერციულ და საცხოვრებელ კორპუსებში ბევრი HVAC სისტემა იყენებს ფილტრებს MERV 8 შეფასებით (მინიმალური ეფექტურობით), მაგრამ CDC გირჩევთ გამოიყენოთ MERV 13 ფილტრები, რომელსაც ჰაერის ნაწილაკების 90%-ის განახლება შეუძლია- რასაც ჩვეულებრივ იყენებენ სამედიცინო დაწესებულებები.

თუმცა, საყურადღებოა ისიც, რომ ყველა სისტემას არ შეუძლია უფრო დიდ ფილტრებთან გამკლავება. რადგან ისინი უფრო დიდ ენერგიას მოითხოვენ” - ამბობს დევიდ სასე Healthy Building Science-დან.

ამ ფილტრებისთვის მეტი ენერგია იქნება საჭირო შემომავალი ჰაერის დამატებითი რაოდენობის გასათბობად და გასაგრილებლად და არსებული ჰაერის უფრო მკვრივი ფილტრაციისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, HVAC სისტემები შეიძლება ძალიან ძველი იყოს CDC– ით რეკომენდებული ცვლილებების მოსაწყობად, რის შემდეგაც საჭიროა მათი სრული ჩანაცვლება.

ერთი რამ, რაც შენობის უსაფრთხოების ხარისხის უზრუნველყოფას გაადვილებს, არის სამშენებლო სტანდარტების გაუმჯობესება. ნიუელი სავენტილაციო სტანდარტების განახლებას პოტენციური სამომავლო პანდემიისთვის მოსამზადებლად გარდაუვლად მიიჩნევს. მისი აზრით, მინიმალური მოთხოვნილების 20 cfm/ წუთში თითო ადამიანზე უნდა ავიდეს  40 cfm/ ადამიანამდე, რაც CO2- ის უსაფრთხო მაჩვენებელს შეესაბამება.

მისი თქმით, დაბრუნებული სარგებელი დაუყოვნებელი იქნება. პროფესორი 2000 წლის ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევაზე მიუთითებს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ მოქმედებს ჰაერის ხარისხი ჯანმრთელობაზე.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მაღალი ვენტილირებადი ოფისის თანამშრომლებთან შედარებით, ზოგადი ვენტილირებადი ოფისის თანამშრომელთა 53% ავადმყოფობის მიზეზით იყენებდა შვებულებას. კვლევის თანახმად, თანამშრომლების ავადმყოფობით გაცდენილი დღეების შემცირებით კომპანიებს ყოველწლიურად 480 აშშ დოლარის დაზოგვა შეუძლიათ, რაც ქვეყნის მასშტაბით 22,8 მილიარდი დოლარია.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ უკეთესი ჰაერი  ზრდის სტუდენტების პროდუქტიულობასაც.

გარდა ამისა, თუ ვენტილაციის გასაუმჯობესებლად საჭირო ხარჯებზე დავფიქრებით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ შექმნილ სამუშაო ადგილებზე- დასძენს ნიუელი. ”მთელი ეს თანხა ხელფასის სახით გადაიხდება, ამიტომ ეს ძალზე გამართლებული ხარჯია.”

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლინდა პუნი