ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, Pfizer-ის მიერ შექმნილი - „პაქსლოვიდი“ შემოვა.
"სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი საქართველო იქნება",- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტი იქნება უფასო ყველასთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს ინფიცირების მიმდინარეობისას, აგრეთვე ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.
„ყველა, პოტენციურად ვინც შეიძლება დამძიმდეს ინფიცირებისას და ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან, ყველას დავურიგებთ უფასოდ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში აუცილებელია ამ მედიკამენტის მიღება“,- განაცხადა მინისტრმა.